2 და 3 იანვარს ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

03.01.23 12:09
2 და 3 იანვარს ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

2 და 3 ანვარს ქარელი (სატრანსპორტო კვანძი)-აგარა-ხაშური-სურამის (სატრანსპორტო კვანძი) გზაზე ავტოტრანსპორტოს მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „საქართველოს სამშენებლო კომპანია“  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქარელი (სატრანსპორტო კვანძი)-აგარა-ხაშური-სურამის (სატრანსპორტო კვანძი) საავტომობილო გზაზე არსებული რკინიგზის გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. 

2022 წლის 3 და 4 იანვარს 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ქ. სურამის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სურამის სატრანსპორტო კვანძიდან აგარის სატრანსპორტო კვანძამდე და ქ. ხაშურის გავლით ბორჯომის მიმართულებით და პირიქით.