მსოფლიო მძიმე ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია - რას ამბობენ ექსპერტები

03.01.23 13:22
მსოფლიო მძიმე ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია - რას ამბობენ ექსპერტები

მსოფლიო მძიმე ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია. მძიმე პროგნოზებს საერთაშორისო  სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი აკეთებს. ის მსოფლიო ეკონომიკის მესამედს  რეცესიას უანონსებს. მისი თქმით, მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენა  სხვა ფატქორებთან ერთად  უკრაინის ომმაც იქონია.

ქართველი ექსპერტები კი ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული არ იყოს. მათი თქმით, "ოცნებას" ეს ჯერ კიდევ რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს უნდა გაეკეთებინა.

2023 წელი ექსტრაპოლაციაში იქნება საკმაოდ მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენების გამო და საქართველოს როლი აქ არის ცალსახად ბუნდოვანი და გაურკვეველი, ვინაიდან დღემდე ქვეყანა ვერ ჩამოყალიბდა თავის ეკნომიკური ორიენტაციის კუთხით. მაგალითად, იმის მაგივრად, რომ ქვეყანა ეძებდეს ახალ ბაზრებს აზიაში, ევროპაში, აშშ-ს კონტინენტებზე და ა.შ., აღრმავებს და აფართოებს საექსპერტო ურთიერთობებს რუსეთთან. რუსეთი, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე არასტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური ქვეყანა, რაც თავისთავად, ვერ იქნება ვერანაირი გარანტი და ვერანაირი ბალანსი მსოფლიოში  შექმნილი ეკონომიკური კრიზისის საპირწონედ საქართელოს რეალობის სასარგებლოდ. ჩვენ ვართ გაურკვეველ ეკონომიკურ მდგომარეობაშ, - ამბობს ოთო აბესაძე. 

რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, ის დღეს შედარებით დაკლებულია, რაც  პროდუქტებზე ფასების კლებაზე უნდა აისახოს, უმცა ასე არ ხდება.