ორმაგი მკვლელობა მესტიაში - დაკავებული მესაზღვრე ბრალს არ აღიარებს

03.01.23 13:08
ორმაგი მკვლელობა მესტიაში - დაკავებული მესაზღვრე ბრალს არ აღიარებს

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ბრალს არ აღიარებს.

26 წლის გოჩა ცინდელიანს დამამძიმებელ გარემოებაში მეზობლის მკვლელობას ედავებიან. 

დაკავებულის ადვოკატი სოსო ჯანაშია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გაშველებაში მონაწილეობდა და იარაღთან, საიდანაც მკვლელობა მოხდა, შემხებლობა არ ჰქონია. 

"ის მხოლოდ აშველებდა, იარაღთან შეხება არ ჰქონია, ამიტომ ბრალს არ აღიარებს"- თქვა უფლებადამცველმა. 

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საზარელი დანაშაული მესტიაში ბედობის სუფრაზე ორი ადმიანის მკვლელობით და ერთის დაჭრით დასრულდა დაპირისპირება ორ გვარს შორის წარსულში მომხდარი დავის გამო დაიწყო.დაკავებულებს შორის ერთ ერთი გარდაცვლილის მამაა.