ხელისუფლებისგან მიტოვებული ლევილი - ისტორიულ მემკვიდრეობას "ოცნება" ანადგურებს

03.01.23 15:52
ხელისუფლებისგან მიტოვებული ლევილი - ისტორიულ მემკვიდრეობას "ოცნება" ანადგურებს

ხელისუფლებისგან მიტოვებული ლევილი - საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობას „ქართული ოცნება“ ანადგურებს. ფოტოები და ვიდეომასალა, რომელიც ადგილიდან ვრცელდება, საგანგაშოა. დანგრეულია შენობები, რაც გადარჩა, იქ წყალი ჩადის. ნადგურდება ისტორიული დოკუმენტები და ხელნაწერებიც.

ტერიტორიაზე შესვლა საფრანგეთში ტურისტის სტატუსით ჩასულმა ქართველმა შეძლო და ადგილიდან ინფორმაციაც სწორედ მან გაავრცელა. 

წიგნები, ჟურნალები, ხელნაწერები იქ არის, უბრალოდ, იმისთვის, რომ დალპეს. რისი ნახვაც შევძელი და დათვალიერება, უკვე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ აქ შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყოს გარკვეული. დანარჩენ ნაწილს უბრალოდ არ შევეხე იქიდან გამომდინარე, რომ ამას სჭირდება პროფესიონალის მიერ ექსტრაქცია და შემდეგ უკვე ამის გადარჩენის მცდელობა. შემეშინდა, რომ არ დაიშალოს, უბრალოდ, ხელში. ხელნაწერი დოკუმენტები მაგალითად, გრიგოლ რობაქიძის გადმოსვენებასთან დაკავშირებით, რომელიც იყო, მემგონი 72 წლის. შემხვდა ასევე, ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირეული ვახტანგ გურგენიძის კვლევა. იყო ძალიან ძველი მუსიკალური ფირფიტები, იყო ფოტოფირები, რომლებიც არ ვიცი, შეიძლება ნაკლბეად მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მე ვერ შევძელი ყველა დოკუმენტთან ურთიერთობა, იმიტომ, რომ უბრალოდ, შემეშინდა, არ დაიშალოს-თქო ეს დოკუმენტები და არ გავანადგურო. ამ სხვენიდან გარკვეული ნაწილი წიგნებისა გატანილია უკვე და სორტირებული შესაბამისად, თუმცა მე არ დამრცა ეგ განცდა, რომ სრულად არის გამოკვლეული ზედა სხვენში კიდევ რა შეიძლება იყოს ძვირფასი და მნიშვნელოვანი ჩვენი ისტორიისთვის, - ამბობს საქართველოს მოქალაქე. 

აღნიშნულთან დაკავშირებით კი საქართვლოს ხელისუფლება და კულტურის სამინიტრო დუმს. არადა, ლევილის რებილიტაციაზე  ბიუჯეტიდან მილიონებია გამოყოფილი.

ისტორიული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა წულუკიანის უწყებას  დაწყებული და დასრულებულიც  უნდა ჰქონდეს, თუმცა უწყება ისტორიული საგანძურის გადასარჩენად არაფერს აკეთებს.