ოკუპანტების მიერ კიდევ ორი მოქალაქის გატაცება - რას ყვებიან თანასოფლელები
სოფელ კოშკადან ოკუპანტების მიერ კიდევ ორი მოქალაქის გატაცებას "პირველებთან" ადგილობრივები იხსენებენ. სერგო გუგუტიშვილი და თამაზ კახაბრიშვილის თანასოფლელი ამბობს, რომ ე.წ. საზღვარი გატაცებულებს არასდროს გადაუკვეთავთ.
საქონელი ისეთ ტერიტორიაზე მიდიოდა, სადაც საზღვარია უკვე და იქ არ აჰყავდათ ხოლმე და მე მეგონა, რომ ორნი რომ იყვნენ, ახალი წლებია და ნასვამები იქნებიან-მეთქი. ჩემი აზრი ეგეთი იყო. ალბათ გაექცათ-მეთქი და რომ ვუყურე ერთი 10-15 წუთი და საქონელი ცოტა ზევით წავიდა, მერე ავედი და აღარ დამხვდა აღარც ერთი და აღარც მეორე. სადაც არის მავთულხლართები იმის იქით არ გადადიოდნენ ხოლმე... და რა მოხდა, დამნახავი არავინ იყო, რომ ზუსტად საიდან და როგორ და რაინაირად..., - ამბობს ადგილობრივი.
შეგახსენებთ, რომ სერგო გუგუტიშვილი და თამაზ კახაბრიშვილი საოკუპაციო ძალების წარმოამდგენლებლმა სოფელ კოშკას საძოვრებიდან გაიტაცეს. საოკუპაციო რეჟიმი მათ არარსებული საზღვის კვეთას ედავება.
ამ დროისათვის უკანონოდ გატაცებულები ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. მათ ოჯახებთან სატელეფონო კომუნიკაცია ჯერ არ ჰქონიათ. გატაცებულების ოჯახის წევრები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.