დანაშაულის იარაღი, რომლითაც სვანეთში მკვლელობა მოხდა, გაუჩინარებულია
საგამოძიებო სამსახური სვანეთში მომხდარი მკვლელობის იარაღს ეძებს - დანაშაულის იარაღი, რომლითაც ბედობის ღამეს ეცერში, მკვლელობა მოხდა, საქმის მასალებში არ დევს.
დაკავებულ პოლიციელს, გოჩა ცინდელიანს ბრალი უკვე წარუდგინეს, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ მისი დანაშაული მტკიცებულებებით არ დასტურდება.
28 წლის მესაზღვრე ირწმუნება, რომ ის გარდაცვლილისგან თავს იცავდა.
მესტიაში, სოფელ ეცერში ბედობის ღამეს მომხდარი ორმაგი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ორი ადამიანი 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავა.