მკვლელობა სვანეთში - "პირველებმა" სასტიკი ანგარიშწორების დეტალები გაარკვია

03.01.23 18:54
მკვლელობა სვანეთში - "პირველებმა" სასტიკი ანგარიშწორების დეტალები გაარკვია

"პირველების" ინფორმაციით, სვანეთში მომხდარი სისხლიან დაპირისპირებაში მონაწილე ბრალდებულიც და მოკლულიც პოლიციელები არიან.  გამოძიების ინფორმაციით, კონფლიქტი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებსა და აფრასიძეებს შორის სუფრაზე დაიწყო,  რა დროსაც  გიორგი პაკელიანმა მასპინძელს ცეცხლი გაუხსნა. რასაც საპასუხო გასროლა მოყვა. გურამ აფრასიძე და გიორგი პაკელიანი ადგილზე გარდაიცვალნენ. სუფრაზე მყოფი მეორე პოლიციელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის რამდენიმე საათში დააკავეს. 

გიორგი ცინდელიანს ბრალი განზრახ მკვლელობისთვის  წაუყენეს. თუმცა პოლიციელი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ კონფლიქტის დროს მხოლოდ დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდა.

მეორე დაკავებული მოკლული აფრასიძის  მამაა. 70 წლის პენსიონერმა პოლიციელს მას შემდეგ ესროლა, რაც მას შვილი თვალწინ მოუკლეს. გამოძიება დაწყებულია, თუმცა "პირველების" ინფორმაციით, საქმეში არც ერთი ცეცხლსასროლი იარაღი არ დევს. 

რა მოხდა სვანეთში - ყველა დეტალი, ნახეთ გიორგი ზუხიას რეპორტაჟში: