მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებას ითხოვს

03.01.23 19:10
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებას ითხოვს

საქალაქო სასამართლო პატიმარი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შესახებ 9 იანვარს იმსჯელებს. 

სხდომაზე დასწრება სურს მიხეილ სააკაშვილს, ის  ეტაპირებისთვის მზად არის საქალაქო სასამართლოში.

მისცემენ თუ არა მას მედიკოსები ამის უფლებას, ჯერ უცნობია. ირკვევა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ორ დღეში კიდევ უფრო დამძიმდა. ადვოკატი ამბობს, რომ დრო ძალიან ცოტაა.

9 იანვრის სხდომაზე შალვა ხაჭაპურიძე  დააყენებს შუამდგომლობას, რომ სასამართლო პროცესები რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდეს.

რატომ გადაწყვიტა სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დასწრება? - ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში: