წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში დღეს, 20:30 საათზე ჩამოიტანენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისის აეროპორტში დღეს, 20:30 საათზეჩამოიტანენ.ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
გაცნობებთ, რომ წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისის აეროპორტში დღეს, საღამოს, 20:30 საათზე ჩამოაბრძანებენ, ხოლო 21:30 საათისათვის მიაბრძანებენ საქართველოს საპატრიარქოში, საიდანაც (საპატრიარქოს საშვთა ბიურო) შესაძლებელი იქნება მისი განაწილება სხვადასხვა ტაძარსა და ეპარქიებში“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალი თბილისის დროით 14:55 საათზე ჩატარდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
სამების ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვას პატრიარქი ილია მეორე 23:00 საათიდან ჩაატარებს.
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ, 2 მაისს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.