შეთანხმება ვერ შედგა - "რუსთავის აზოტში" გაფიცვა გრძელდება
რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. "რუსთავის აზოტის" თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ. ადმინისტრაციამ ხელფასების კიდევ უფრო გაზრდაზე უარი განაცხადა.
6-დღიანი პროტესტის შემდეგ გაფიცულ თანამშრომლებს ადმინისტრაციის ფინანსური დირექტორი შეხვდა და იგივე პირობები შესთავაზა. დასაქმებულები ითხოვენ, რომ ყველა თანამშრომელს ხელფასი ერთნაირად გაეზარდოს.
კომპანიამ დასაქმებულებს შემდეგი პირობები შესთავაზა: იმ თანამშრომლებს, რომელთა ხელფასის ოდენობა 1000 ლარზე ნაკლებია, 250 ლარი მოემატებათ, ხოლო ვისაც ანაზღაურება 1000 ლარზე მეტი აქვს - 125 ლარი. დასაქმებულთა ნაწილი ამბობს, რომ კომპანიის შეთავაზებაზე თანახმაა, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება.