მსხვერპლით დასრულებული ავარია ზუგდიდში - ერთ-ერთი ვერსიით, დაცვის პოლიციის თანამშრომელი ნასვამი იყო
გახდა თუ არა მსხვერპლით დასრულებული ავარიის მიზეზი ალკოჰოლური თრობა - ზუგდიდში მომხდარი ავარიის მიზეზი პროკურატურამ უნდა დაადგინოს. ავტოკატასტროფის მიზეზი წინასწარი ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. ერთ ერთი ვერსიით, საჭეს ნასვამ მდგომაროებაში მყოფი დაცვის პოლიციის თანამშრომელი მართავდა.
შემთხვევის შედეგად ვიტალი ეხვაია დაშავდა, ის კლინიკაშია გადაყვანილი. საავადმყოფიში იმყოფება ავარიისას დაშავებული ქალიც. რაც შეეხება 37 წლის ახალგაზრდას, ის ადგილზე გარდაიცვალა - ქალს ორი შვილი და მეუღლე დარჩა.
დაცვის პოლიციის თანამშრომელი ამ დრომდე არ გამოუკითხავთ. შემთხვევა გუშინ, კოსტავას ქუჩაზე მაშინ მოხდა როცა 2 ქალი სუპერმარკეტის მინებს წმენდდა.