მანქანას უმცროსი ინსპექტორი მართავდა - ზუგდიდის ავარიაზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო

04.01.23 16:32
მანქანას უმცროსი ინსპექტორი მართავდა - ზუგდიდის ავარიაზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ  ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია გამოძიება დაიწყო. 

განცხადების ტანახმად, 3 იანვარს ზუგდიდში ,,მაზდა"-ს მარკის ავტომობილი,  რომელსაც მართავდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი, ქვეითად მოძრავ 2 მოქალაქეს შეეჯახა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით, ერთი დაზარალებული შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაზარალებული   და ავტომობილის მძღოლი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.