საქართველოს პატრიარქი იუბილარია - ილია მეორე 90 წლის გახდა
საქართველოს პატრიარქი იუბილარია. ილია მეორე 90 წლის გახდა. პატრიარქი დილიდან მილოცვებს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებისგან იღებს.
ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს რუსეთის პატრიარქიც. მისალოცი ტექსტი საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ილია მეორე სრული ტიტულით მოხსენიებული არც ამჯერად არის.
დღესვე პატირარქის აღსაყდრებიდან 45 წლისთავის აღინიშნება. საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით კი მთავრობის ინიციატივით ოპერისა და ბალეტის თეატრში გალა კონცერტი მიმდინარეობს, რომელსაც იუბილარი პატრიარქიც ესწრება.
რა ხდება ღონისძიებაზე უფრო ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.