ორგანიზებული სახით ეკლესიაზე შეტევა - პატრიარქის ეპისტოლე მედიაზე

02.05.21 00:03
ორგანიზებული სახით ეკლესიაზე შეტევა - პატრიარქის ეპისტოლე მედიაზე

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის, სააღდგომო ეპისტოლეში  მედიასაშუალებები ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობასა და სიძულვილის ენის ტირაჟირებაში არიან დადანაშაულებული.

ამას ემატება ზოგადად რელიგიისადმი და, კონკრეტულად საქართველოში, მართლმადიდებელი ეკლესიისადმი საზოგადოების გარკვეული ნაწილისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, სიძულვილის ენით მეტყველება, ორგანიზებული სახით პიროვნული და ინსტიტუციონალური დისკრედიტაციის მცდელობის მხარდაჭერა და მათი წახალისება, რომელნიც ამ პროცესში არიან ჩართულნი.

გვახსენდება ბოლო ჟამის შესახებ მოციქულის სიტყვები: „უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი, თავიანთ უკეთურ გულისთქმათაებრ მავალნი; ესენი არიან განხეთქილების მოქმედნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი… მდრტვინავნი, უკმაყოფილონი, თავიანთ გულისთქმათაებრ მავალნი, რომელთა ბაგენი მედიდურობენ და სარგებლის გამო პირფერობენ“, - აღნიშნულია სააღდგომო ეპისტოლეში.

მსგავსი სიახლეები