წაშლილია ტრადიციული იდენტობები: მამაკაცი და ქალი - პატრიარქის ეპისტოლე

02.05.21 00:25
წაშლილია  ტრადიციული იდენტობები: მამაკაცი და ქალი - პატრიარქის ეპისტოლე

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში, რომელიც ცოტა ხნის წინ სამების საკათედრო ტაძარში წაიკითხეს, საუბარია გენდერზე. ეპისტოლეს მიხედვით, მიზანმიმართულად ხდება ნორმების რღვევა და გენდერული იდენტობის წაშლა.

ფილოსოფოსები საზოგადოების განვითარების ამ პერიოდს პოსტ-ჰუმანისტურს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მიზანმიმართულად ხდება ზოგადად არსებული ნორმების რღვევა, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სტრუქტურების დაკნინება, განათლების დონის დაცემა, სიღმისეული აზროვნებისთვის საფუძვლების მოშლა; „კრიზისული წესრიგის“ ფონზე კი ხელი ეწყობა ისეთი შემეცნების ჩამოყალიბებას, სადაც ეროვნული გრძნობები გამქრალია, სიყვარული, სიკეთე, სამართლიანობა… გაყალბებული, პიროვნების იდეალი – უპერსპექტივო და გაუფერულებული; წაშლილია ადამიანობის განმსაზღვრელი ტრადიციული იდენტობები: „მამაკაცი“ და „ქალი,“ „ოჯახური ფასეულობები“…
ამგვარ სივრცეში საზოგადოების კლასიკური გაგება ნელ-ნელა ქრება, ხალხში დაუცველობის განცდა მატულობს და ადამიანური ფაქტორი უკანა პლანზე იწევს", -
აღნიშნულია ეპისტოლეში.