მერაბიშვილს ხელით დავუპირისპირდი, თუ ვაჟკაცობა ეყოფა, მიზეზი თავად დაასახელოს - "უცნობის" სიძე

05.01.23 18:58
მერაბიშვილს ხელით დავუპირისპირდი, თუ ვაჟკაცობა ეყოფა, მიზეზი თავად დაასახელოს - "უცნობის" სიძე

თავდასხმა ვანო მერაბიშვილზე - მომღერალ გია გაჩეჩილაძის სიძე ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან დაპირისპირება თავად დაიწყო. 

გიგიშა შარაშიძე მოტივზე არ საუბრობს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ "თუ  მერაბიშვილს  ეყოფა ვაჟკაცობა თავად თქვას". 

მე დავიწყე და მას ფიზიკურად, ხელით დავუპირისპირდი. მიზეზს რაც შეეხება, თვითონ მერაბიშვილს თუ ეყოფა ვაჟკაცობა და გამბედაობა, გვითხრას. მე არ ვაპირებ თქმას, ტვ პირველი ხართ ხომ, თქვენთან კარგი ურთიერთიბა აქვს და გითხრათ"- განაცხადა გიორგი შარაშიძემ. 

გიგიშა შარაშიძეს ვანო მერაბიშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე ქალაქის მთავარ სამმართველოში 2 საათზე მეტხანს კითხავდნენ.