თავდასხმა ვანო მერაბიშვილზე - რას ამბობს "უცნობის" სიძის ადვოკატი
"უცნობის" სიძის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, გიგიშა შარაშიძის მხრიდან ვანო მერაბიშვილთან ფიზიკური დაპირისპირება ბუტა რობაქიძის სახელის ხსენებას მოჰყვა.
გიორგიმ უთხრა, მე ბუტა რობაქიძის მეგობარი ვარ გიორგი შარაშიძეს აინტერესებდა, რა რეაქცია ექნებოდა და განიცდიდა თუ არა ადამიანურ სინანულს ბუტა რობაქიძის სახელის ხსენებაზე ვანო მერაბიშვილი მერაბიშვილმა უპასუხა რა დროს ბუტა რობაქიძეა. ამან გიორგი გააღიზიანა და წონასწორობიდან გამოვიდა. რამდენჯერმე ხელი მოუქნია, ოღონდ ზუსტად არ ახსოვს სხეულის რა ნაწილში გაარტყა ხელი. შემდეგ ვანო მერაბიშვილი აფთიაქიდან გაიქცა, რა დროსაც ფეხი მოუქნია. აფთიაქთან ახლოს ჰყავდა მანქანა და ვიდრე ჩაჯდებოდა, შეურაცხმყოფელი სიტყვები მიაძახა“, - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.