ლიზა ქისტაურთან კავშირი გაწყვეტილია - ოფიციალური უწყებები ტრანსგენდერი ქალის გარდაცვალებს არ ადასტურებენ

06.01.23 00:20
ლიზა ქისტაურთან კავშირი გაწყვეტილია -  ოფიციალური უწყებები ტრანსგენდერი ქალის გარდაცვალებს არ ადასტურებენ

შესწორებულ ინფორმაცია: ქართველი ტრანსგენდრი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალებას ბელგიის პოლიცია არ ადასტურებს - ინფორმაცია "პირველებს"  ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა ანა ბალამწარაშვილმა დაუდასტურა. 

ლიზა ქისტაურთან კავშირი გაწყვეტილია, მობილური გამორთო ტრანსგენდერი ქალის ყვალა მეგობარმა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საელჩო კავშირზეა ადგილობრივ პოილციასთან. 

"საქართველოს საელჩოში შეტყობინება არ შესულა, ბელგიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილიბრივ სამართალმდაცველებთან და არკვევს სიტუაციას." - ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

ამასთან, ბელგიაში მცხოვრები ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის დედა რადიო თავისუფლებასთან  მისი შვილის გარდაცვალებას არ ადასტუებს. 

რა სისულელეებს წერთ?! საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია?! წყარო გამაგებინეთ, იქნებ მეც გავიგო და ვთქვა, მკვდარი ყოფილა ჩემი შვილი. მე ვერ ვიძახი ამას. თქვენ როგორ შეგიძლიათ ასე გამეტებით ილაპარაკოთ?!“ - ამბობს იზა არღვლიანი.