მიმდინარეობს მიზეზების დადგენა - საქართველოს რკინიგზა

02.05.21 11:06
მიმდინარეობს მიზეზების დადგენა - საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ ზუგდიდი-თბილისის მატარებლის ლიანდაგებიდან გადასვლის მიზეზი ჯერჯეორბით დადგენილი არ არის.

რკინიგზის ინფორმაციით,  დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაიგზავნა.

ხაშური ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან ზუგდიდიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ჯერჯერობით დაუზუსტებელი მიზეზების გამო, ლიანდაგს აცდა ორი გორგოწყვილით.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი საზრუნავი მგზავრების უსაფრთხოება და მათი სხვა მატარებელში გადაყვანაა. კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა. საქართველოს რკინიგზა წუხს მომხდარის გამო და შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის. პარალელურად, მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა და მიზეზების დადგენა - აცხადებენ რკინიგზაში.

მსგავსი სიახლეები