სიკვდილს სასწაულებრივად გადავურჩით - სარკინიგზო ავარიის შედეგად ქუჩაში დარჩენილები დახმარებას ითხოვენ

02.05.21 13:24
სიკვდილს სასწაულებრივად გადავურჩით - სარკინიგზო ავარიის შედეგად ქუჩაში დარჩენილები დახმარებას ითხოვენ

ოთხ საათზე მეტია, თბილისი-ზუგდიდის მატარებლის მგზავრები ხარაგაულში, სოფელ მარილისთან, არიან გაჩერებულები. 

ადგილზე მხოლოდ ერთი სამაშველო ავტომობილი მივიდა, რომელიც სიკვდილს გადარჩენილი მოქალაქეები მდინარის გავლით დასახლებულ ტერიტორიაზე მიჰყავს. 

მგზავრები "ტვ პირველს" უყვებიან, რომ მათ მხოლოდ წყალი მიაწოდეს, ადგილზე კი ადგილობრივი ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ გამოჩენილა. 

რაც შეეხება ავარიას, მგზავრების თქმით, თბილისი-ზუგდიდის მატარებლის ვაგონი მოწყდა და ლიანდაგიდან გადავიდა. 

ვაგონი ამოტრიალებას გვირაბის კედლებმა გადაარჩინა. მომხდარის გამო ხალხი პანიკაში იყო.