ხარაგაულში მატარებელი გამოჩნდა - ხუთსაათიანი ლოდინის შემდეგ მგზავრები ზუგდიდისკენ დაიძრნენ
ხუთი საათი ღია ცის ქვეშ - "ტვ. პირველის" კორესპოდენტის ცნობით, სოფელ მარელისში მატარებელი გამოჩნდა და თბილისი-ზუგდიდის მატარებლის მგზავრებმა გადაადგილება შეძლეს.
ოთხი საათის განმავლობაში მგზავრებს მხოლოდ წყალი მიაწოდეს. ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოჩენილან.
თბილისი - ზუგდიდის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და ვაგონი დღეს დილით მოწყდა.