სისხლიანი გარჩევა აღდგომის ღამეს - დაჭრილია 32 წლის მამაკაცი
სისხლიანი გარჩევა თბილისში - ვაჟა-ფშაველაზე 32 წლის მამაკაცი, მიშო დადიანი დაჭრეს.
პოეტს ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.
არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ დაპირისპირება უძღოდა. მიშო დადიანს სასწრაფო ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა.
tvpirveli.gе- ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
ჩვენი ინფორმაციით, პოლიციას დაკავებული ამ დრომდე არ ჰყავს.