სტრესული აშლილობა დაკავშირებულია პატიმრობასთან, ამაზე ნევროლოგმაც კვალიფიციურად უპასუხა - ალასანია

09.01.23 17:01
სტრესული აშლილობა დაკავშირებულია პატიმრობასთან, ამაზე ნევროლოგმაც კვალიფიციურად უპასუხა - ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ამბობს, რომ მისმა შვილმა სტრესული აშლილობა პატიმრობისას მიიღო. 

გიული ალასანის თქმით, ამერიკელმა ნევროლოგმა ამის შესახებ ჩვენების მიცემისას კვალიფიციურად ისაუბრა. 

ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიძლება ფატალურ დადასრულამდე მიიყვანონ. 

ბავშვობიდან ყველას რაღაცა სტრესები გვაქვს. სტრესების გარეშე ცხოვრება არ გამოდის, მაგრამ გააჩნია სტრესის სიმძიმეს, ხარისხს ხომ? და ამაზე, მე ვფიქრობ, რომ ამაზე ძალიან კვალიფიციურად გასცა პასუხი ადამიანმა (ამერიკელმა ნევროლოგმა). სტრესული აშლილობა არის სწორედ დაკავშირებული პატიმრობასთან. ეს ყველაფერი შეიძლება მიიყვანონ გონების დაკარგვამდე და ფატალურ დასასრულამდე", - თქვა ალასანიამ.