საყვარელმა ქალმა ცოლობაზე უარი მითხრა - ზუგდიდელი ახალგაზრდა თვითმკვლელობით იმუქრება
ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი თვითმკვლელობით იმუქრება. ის მაღალი ძაბვის ანძაზეა ასული და ამბობს, რომ გადმოხტომას გეგმავს.
ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ მან გოგოს ცოლობა სთხოვა, თუმცა პასუხად უარი მიიღო.
ახალგაზრდა მამაკაცის განცხადებით, ის საყვარელ ქალს ამ ფორმით უპასუხებს.
ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული.