"მძიმე ემოციური ფონი აქვს" - პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

09.01.23 17:45
"მძიმე ემოციური ფონი აქვს" - პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს. გიორგი მღებრიშვილს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ზაჰესის იზოლატორში მიაკითხეს და დადგენილება გააცნეს. ბრალი დამამძიმებლია.

განხრახ მკვლელობის გარდა ახალგაზრდა კაცს ჯანმრთელობის განხრახ დაზიანებას ედავებიან. ირკვევა, რომ სასიკვდილო გასროლამდე, შინგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა კოლეგას ფეხშიც ესროლა.

"მძიმე ემოციური ფონი აქვს. ბრალის წაკითხვაც რომ დავუწყე, მთხოვა შემეწყვიტა და არ წამეკითხა. ვერ იხსენებს დეტალებს. გარდაცვლილი მისი უახლოესი ადამიანია. თვლის, რომ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე აქტიური დაცვა არ სჭირდება. საქმეში ორი იარაღი არის, ერთი იყო მისი და ერთი ჰქონდა სახლში", - ამბობს ადვოკატი. 

მკვლელობა შობის ღამეს თბილისში, ერთ-ერთ ბინაში მოხდა. მოტივი ამ ეტაპზე დაუდგენელია.