ვაკის პარკის ტრაგედიის ფიგურანტი კომპანია თბილისის მერიის ახალი ტენდერის მოგებას გეგმავს

09.01.23 19:07
ვაკის პარკის ტრაგედიის ფიგურანტი კომპანია თბილისის მერიის ახალი ტენდერის მოგებას გეგმავს

ვაკის პარკის შადრევნის ტრაგედიის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ისევ მერიის ტენდერების მოგებას ცდილობს.

კომპანია ,,გრინ სერვის პლუსი", რომლის დირექტორიც და თანამშრომლებიც საბუთების გაყალბების ბრალდებით ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფებიან, თბილისის გამწვანების ტენდერებიდან 11 მილიონის მიღებას გეგმავს.

,,გრინ სერვის პლიუსი", რომელც საქართველოს პროკურატურამ 13 წლის მარიტას სიკვდილის საქმის ფიგურანტად ცნო და დირექტორი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა, თბილისის მერიამ შავ სიაში არ შეიყვანა.

გარდა ამისა, შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე საკონტატო პირად ახალ ტენდერში ისევ ,,გრინსერვისის" დაკავებული დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძეა მითითებული. 

უფრო ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.