სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - კოლეგის მკვლელობისთვის პოლიციელს ბრალი 3 მუხლით წაუყენეს
პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულმა პოლიციელმა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალის წარდგენას ვერ მოუსმინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს გიორგი მღებრიშვილმა სიტყვა შეაწყვეტინა და საკანში დაბრუნდა.
გიორგი მღებრიშვილს ერთდროულად სამი მუხლით აქვს ბრალი წაყენებული. როგორც ირკვევა, სასიკვდილო გასროლამდე პოლიციელმა კოლეგას ჯერ ფეხში ესროლა.
ადვოკატის მტკიცებით, ბრალდებულს არაფერი ახსოვს, რადგან არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თავად მღებრიშვილი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, ამიტომ დაუდგენელია, რა გახდა პოლიციელებს შორის კონფლიქტის მიზეზი, რაც შობის ღამეს ტრაგედიით დასრულდა.
თბილისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალების შესახებ იხილეთ სუჟეტი.