ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით საზოგადოებამ დამატებითი ზიანი მიიღო - საბა ბუაძე
შეაყოვნა თუ არა ლარის გამყარება ეროვნულმა ბანკმა? ოფიციალური მონაცემებით, ხუთასი მილიონი დოლარი ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა მხოლოდ 2022 წელს ამოიღო.
გამყარდებოდა თუ არა ლარი, კიდევ უფრო მეტად ბაზრიდან დოლარი ხელოვნურად რომ არ გადაეტანათ რეზერვებში? სწორი იყო თუ არა ეროვნული ბანკის მიერ ხუთასი მილიონის ბაზრიდან ამოღება ?
,,ლელოს" ლიდერის"საბა ბუაძის, განმარტებით, ეროვნულმა ბანკმა ვერ შეასრულა მისი მთავარი ფუნქცია, შეენარჩუნებინა სტაბილურობა ფასებზე.
ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებლობაა ფასების სტაბილურობის შენარჩუნება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ თვითოეული მათი ქმედება მიმართულია სწორედ ამ ამოცანის საპირისპიროდ.
მაშინ, როცა ლარი მყარდებოდა, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამატებითი ზიანი მიიღო საზოგადოებამ იმის ნაცვლად, რომ კურსი უფრო მეტად გამყარებულიყო. - განაცხადა საბა ბუაძემ.