მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდა - შეზღუდვა 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება
დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობას წყვეტს - შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. შეზღუდვა 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო რეისებს. დილიდან მუნიციპალურ ავტობუსებთან ერთად არ იმუშავებს მეტრო, საბაგირო გზა და სამარშუტო ტაქსები.