სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესზე მისი ოჯახის წევრები არ დაუშვეს

10.01.23 16:27
სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესზე მისი ოჯახის წევრები არ დაუშვეს

სოსო გოგაშვილის საქმეზე სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ის თანამშრომლები გამოკითხა, რომლებმაც სუსი-ს ყოფილი მაღალჩინოსანის სახლი გაჩხრიკეს, ასევე გამოიკითხნენ ის ექსპერტებიც,  რომლებმაც კომპიუტერული ექსპერტიზა ჩაატარეს.

გამოკითხვით უკმაყოფილოა დაცვის მხარე. ადვოკატის თქმით, პროკურატურა მოწმეების დახმარებას  და დარღვევებით ჩატარებული ჩხრეკის გადაფარვას ცდილობდა. 

როცა გამოცხადებულ მოწმეებს ვუსვამთ კითხვას და ვიღებთ სასურველ პასუხს, ამ დროს ბრალდების მხარე ხელოვნურად აპროტესტებს ჩვენს მიერ დასმულ კითხვას, ცდილობს, გადაფაროს მოწმის პასუხი და პროტესტის დროს განმარტება გააკეთოს იმდაგვარად, რომ მოწმეები მიხვდნენ, რა არის პროკურატურისთვის სასურველი. 

წინა პროცესების დროს, როცა დარბაზს მოწმეები ტოვებდნენ, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია დასაკითხ მოწმეებთან, - განაცხადა გოგაშვილის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ. 

პროცესზე უნდოდათ დასწრება სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრებს, მაგრამ მოსამართლემ მათ ამის უფლება არ მისცა