მძიმე ავარია ავტობანზე - კაცი ადგილზევე გარდაიცვალა
ავტობანზე მომხდარ ავარიას შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის დროს კაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, დამცავ ჯებირს შეეჯახა და არხში გადავარდა.