ჩვენ მზად ვართ - Bellingcat-ი სააკაშვილის მოწამვლის გამოძიებაში საქართველოს დახმარებას სთავაზობს
საგამოძიებო ჯგუფის Bellingcat-ის აღმასრულებელი დირექტორი სააკაშვილის მოწამვლის გამოძიებაში საქართველოს დახმარებას სთავაზობს.
„დარწმუნებული ვარ ისინი [საქართველოს სამართამცველი ორგანოები] ამ გამოძიებით დაინტერესებული არიან. ჩვენ დახმარებისთვის მზად ვართ თუ ისინი მზად არიან გაგვიზიარონ მონაცემები - საეჭვო ხალხის ნებისმიერი გადაადგილება, საზღვრის კვეთა და ყველაფერიმ რაც მათ მიაჩნიათ, რომ დამატებით შესამოწმებელია“,- განაცხადა ხრისტო გროზევმა ტელეკომპანია „დოჟდის“ ეთერში.
გროზევის სიტყვებით, ჟურნალიტები გაეცნენ ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნას, შეისწავლეს ნიმუშები, კონსულტაცია გაიარეს ქიმიური იარაღის რუს ექსპერტებთან და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სააკაშვილის მძიმე ლითონებით მოწამვლის ვერსია მეტად სავარაუდოა.
მიხეილ სააკაშვილმა გროზევს მისი შესაძლო მოწავლის გამოძიების თხოვნით 4 იანვარს მიმართა .