"თუ ნადირაძე ყველაფერს გასცდება, მომიწევს ბოდიში მოვუხადო ჩვენს საერთო სანათესაო წრეს და..." - ხაჭაპურიძე
შალვა ხაჭაპურიძე "ტვ პირველის" პირდაპი ეთერში ნინო ნადირაძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ თუ "ვივა მედის" დირექტორი ზღვარს გასცდება, მაშინ მათ საერთო სანათესაო წრეს ბოდიშს მოუხდის და სამართლებრივ დავას დაიწყებს ნადირაძესთან, რასაც ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე არ აპირებს.
ნინო ნადირაძემ პატივი და ღირსება შელახა და ნარკომანი მიწოდა მეორეა და რაღაც გამაოგნებელ განცხადებას აკეთებს, მისი განცხადება სამართლებრივად რომ შევაფასოთ არის საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლა და ითვალისწინებს პატიმრობას.
რეაგირების მოხდენას არ ვაპირებ. თუ ძაან გასცდება ყველაფერს, იძულებული გავხდები ბოდიში მოვუხადო ჩვენს სანაცნობო-სანათესაო წრეს, რომელიც შუაში გვყავს და მოუწევს ჩემთან სამართლებრივ ჭიდილში შემოსვლა, რასაც არ ვურჩევ", - თქვა ხაჭაპურიძემ.
კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა, ნინო ნადირაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა კლინიკის ერთ-ერთი ექთანი პალატაში დაიბარა და პირადი მონაცემები გამოართვა.