სამაშველო ოპერაცია მესტიაში - ტურისტი ხევიდან გადავარდა და გარდაიცვალა

03.05.21 12:13
სამაშველო ოპერაცია მესტიაში - ტურისტი ხევიდან გადავარდა და გარდაიცვალა

 მესტიაში, გულის უღელტეხილზე, ტურისტი ქალი ხევიდან გადავარდა და გარდაიცვალა. საძიებო-სამაშველო ოპერაციის განხორციელებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს. 

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ მესტიაში, გულის უღელტეხილზე, იმყოფებოდა ტურისტი, რომელიც ითხოვდა მაშველების დახმარებას.  შეტყობინების ინიციატორის გადმოცემით, მისი თანმხლები ქალი ხევში სიმაღლიდან გადავარდა და სავარაუდოდ, იყო გარდაცვლილი. 

მეხანძრე-მაშველებმა უღელტეხილზე მყოფი მამაკაცი ა.ვ. უვნებლად იპოვეს და ვერტმფრენში აიყვანეს. ხოლო, ხევში გადავარდნილი ქალის, ზ.გ-ს საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაუყონებლივ დაიწყეს. სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა ქალის ცხედარი, რომელიც სამაშველო ჯგუფების მიერ, ხევიდან უკვე ამოსვენებულია"- წერია გავრცელებულ ინფორმაციიაში. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები