ექსკლუზივი - სასაფლაოზე მისულ მღვდლებს პოლიციამ პარაკლისი შეაწყვეტინა და გამოუშვა

03.05.21 12:31
ექსკლუზივი - სასაფლაოზე მისულ მღვდლებს პოლიციამ პარაკლისი შეაწყვეტინა და გამოუშვა

პოლიციის უპრეცენდენტო მობილიზება იყო ცოტა ხნის წინ ოზურგეთის სასაფლაოზე - ადგილზე მისულ მღვდლებს პოლიციამ პარაკლისის გადახდა შეაწყვეტინა და უკან გამოაბრუნა. 

ფაქტს მღვდლების პროტესტი მოჰყვა. დეტალებს "პირველები" 13:00 საათზე შემოგთავაზებთ: 

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასაფლაოები დაიკეტა. ადგილზე კი პოლიციის წარმომადგენლები პატრულირებენ. 

ამასთან, ანდრია ჯაღმაიძემ წინა კვირას თქვა, რომ აღდგომის დღესასწაულის დღეებში მღვდელმსახურები საფლავებზე მივიდოდნენ, აკურთხებენ და მოქალაქეების მისვლა საჭირო აღარ იქნებოდა.