გადავსებული კლინიკები და ინფიცირებულთა მატება - კოვიდკლინიკებში საწოლების დეფიციტია

03.05.21 13:59
გადავსებული კლინიკები და ინფიცირებულთა მატება - კოვიდკლინიკებში საწოლების დეფიციტია

ტვ პირველის ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული კოვიდსტაციონართა უმეტესობა გადავსებულია, ინფიცირებულთა რიცხვი კი იმატებს. კლინიკის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ასეთი ტემპის პირობებში კლინიკები დაწოლას ვეღარ გაუძლებენ.

,,ვივა მედი"-ს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საწოლფონდი შევსებულია, მაგრამ ყოვედღიური მატების პირობებში რა იქნება მომავალში, ვერ პროგნოზირებს.

კლინიკაში 160 საწოლი გვაქვს, საწოლფონდი შევსებულია, ყოველდღე ხდება მატება. თუ მესამე ტალღის შეჩერება ვერ მოხეხდება, ეს ჰოსპიტალურ სექტორს დაარტყამს,  საწოლები საკმარისი არ იქნება - აღნიშნავს ,,ვივა მედის" ხელმძღვანელი, ზურაბ ჩხაიძე.

ექსპერტი, ვატო სურგულაძე, აღნიშნავს, რომ კოვიდინფიცირების ასეთი ტემპი დამატებით პრობლემებს შექმნის. 

სამწუხაროდ, ვუახლოვდებით ისეთ სიტუაციას, რაც იყო 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, როცა ადგილები არ იყო კლინიკებში და სასწრაფოები რიგს ელოდებოდნენ ჰოსპიტალებთან - აღნიშნავს ვატო სურგულაძე. 

ბოლო 14 დღის განმავლობაში, ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 6 %-ს გადასცდა, სპეციალისტები კი 4%-ს უკვე საგანგაშოდ მიიჩნევენ.