სამეგრელოში ქარი ჩადგა - რეგიონში ზარალს ითვლიან
სამეგრელოში ქარი ჩადგა - რეგიონში სტიქიის შედეგებს და ზარალს ითვლიან.
წინასწარი მონაცემებით, სტიქიამ მხოლოდ სამეგრელოში ათას ორასზე მეტი შენობა დააზიანა, მათ შორისაა,
საბავშვო ბაღები, საჯარო სკოლები, საცხოვრებელი კორპუსები და ამბულატორიები. დაზიანებულია წყლისა და გაზის მილები, ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 50 -ზე მეტ ლოკაციას დენი ამ დრომდე არ მიეწოდება.