ქართულ გავლენიან კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ომი დაიწყო

03.05.21 15:15
ქართულ  გავლენიან კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ომი დაიწყო

კანონიერ ქურდებს  ურთიერთობა კიდევ უფრო დაეძაბათ - იუწყება რუსული სააგენტო ,,პრაიმ კრაიმ". მისი ინფორმაციით, კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებს, მამუკა კვიჟინაძესა და ჯეირან კინწურაშვილს, შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოში მცხოვრებმა კვიჟინაძის მხარდამჭერებმა შეურაცხყოფა კინწურაშვილის ახლობლებს მიაყენეს.  კონფლიქტის მოსაგვარებლად მამუკა კვიჟინაძემ შეხვედრა თურქეთის ქალაქ ტრაბზონში დანიშნა, სადაც ჯეირანს ერთი-ერთზე უნდა შეხვედროდა. 

როგორც გამოცემა იუწყება, კვიჟინაძემ თან რამოდენიმე კანონიერი ქურდი გაიყოლა, რაც კინწურაშვილის შეფასებით, შეთანხმების დარღვევაა, ამიტომაც კრიმინალური ავტორიტეტი, ჯეირანი, კავშირზე არ გამოვიდა და ტელეფონი გათიშა. 

კინწურაშვილის გადაწყვეტილება, არ შეხვედროდა კვიჟინაძესა და მასთან ერთად მყოფ ნეიტრალურ ქურდებს, მამუკამ სიმხდალედ და ჯეირანის არასწორი საქციელის არაპირდაპირ მტკიცებულებად მიიჩნია, ამიტომაც მისი მომხრეები სასტიკად სცემა და  მიმართვა გაავრცელა, რომ კინწურაშვილისთვის კანონიერი ქურდის სტატუსი ჩამოერთმიათ. 

ჯეირან კინწურაშვილმა თავის მხრივ,  მფარველ ავტორიტეტი, კალაშოვი ჩააყენა მოვლენების კურსში. ამ ამბიდან ცოტა ხანში მამუკა კვიჟინაძის ახლობლები საქართველოში ჩაცხრილეს.

,,უახლოეს მომავალში სასტიკი კრიმინალური ომი და სისხლისღვრაა მოსალოდნელი" - იუწყება რუსული სააგენტო.