ამ ლიფტების გამოყენება აღარ შეიძლება - ვაზისუბნის მოსახლეობა ტრაგედიით თავზარდაცემულია
ტრაგედია ვაზისუბანში - მოსახლეობა აბობს, რომ ლიფტები მწყობრიდან არის გამოსული და მათი გამოყენება უკვე აღარ შეიძლება.
მამაკაცი ჩავარდა, მერე ცოლი მივიდა საშველად, ეს ლიფტი ჩამოვარდა და დაეცათ. ორივე გარდაიცვალა. ყველა ლიფტი მწყობრიდან არის გამოსული და ყველა ლიფტი საჭიროებს განახლებას. უნდა დაწერონ კორპუსის თავმჯდომარეებმა განცხადება, რომ ლიფტები შეიცვალოს. ამორტიზირებულია, ამ ლიფტების გამოყენება ფაქტობრივად უკვე აღარ შეიძლება", - ამბობს ადგილობრივი.
"ოცნება" კი მომხდარზე პასუხისმგებლობას იხნსის და ამბობს, რომ ლიფტის შეკეთებაზე ამხანაგობას უნდა მიემართა.
კორპუსის თავმჯდომარე კი, ვისაც ლიფტის შეკეთებაზე მიმართვიანობა უნდა განეხორციელებინა მედიასთან აგრესიულად იქცევა და კითვებს პასუხს არ სცემს.
ტრაგედია თბილისში, ვაზისუბანში, მე-9 კორპუსში მოდა. კორპუსის ლიფტის შახტაში ცოლ- ქმარი ჩავარდა. ორივე ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილლები ყვებიან, რომ ქალი ქმრის გადარჩენას ცდილობდა, როცა გაუმართავი ლიფტი ამუშავდა და ახალგაზრდა წყვილი მოიყოლა
გარდაცვლილები 35 წლამდე ასაკის არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.