ჯარიმა სასაფლაოზე გადაღებული ფოტოს გამო - რა მოხდა ხარაგაულში

03.05.21 15:18
ჯარიმა სასაფლაოზე გადაღებული ფოტოს გამო - რა მოხდა ხარაგაულში

ორი ათასი ლარი სასაფლაოზე გადაღებული ფოტოს გამო - "ტვ პირველის" ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული. 

 ვანო ოკრიბელაშვილი ამბობს, რომ ის და მისი ბიძაშვილები სასაფლაოზე არა კვირას, არამედ შაბათს იყვნენ, როცა საფლავზე გასვლა ნებადართული იყო. 

ვანო ოკრიბელაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ მისი ორი ბიძაშვილი 2000-2000 ლარით უკვე დაჯარიმდნენ, მას კი ზესტაფონის პოლიციიდან დაუკავშირდნენ და სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს. 

სასაფლაოზე შაბათს ვიმყოფებოდით, ფოტოებიც შაბათს გადავიღეთ, რომელიც გუშინ, კვირას განვათავსე სოციალურ ქსელში. ამის შემდეგ პოლიცია დაგვიკავშირდა, ჩემი ბიძაშვილები დააჯარიმეს, მე კი ჯარიმას ველოდები. არავის გაურკვევია, როდის იყო ფოტო გადაღებული, პირდაპირ გამოწერეს ჯარიმები"- აცხადებს ვანო ოკრიბელაშვილი.