ქურდობა ქუთაისში კომენდანტის საათის დროს - წაღებულია ფული და ძვირფასი ნივთები

03.05.21 15:23
ქურდობა ქუთაისში კომენდანტის საათის დროს - წაღებულია ფული და ძვირფასი ნივთები

ქუთაისში, კომენდანტის საათის დროს,  საცხოვრებელ სახლში გაქურდეს. ჯიბლაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელში უცნობი პირები შევიდნენ და თანხა და ძვირფასი ნივთები მოიპარეს. ქურდობის  დროს სახლში ოჯახის ორი წევრი იმყოფებოდა, რომლებსაც ეძინათ. არსებული ინფორმაციით,  ოჯახის წევრები პოლიციამ უკვე გამოკითხა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

მსგავსი სიახლეები