მწვავე ავარიული ლიფტები თბილისში - რაში იხარჯება მილიონები?

16.01.23 11:52
მწვავე ავარიული ლიფტები თბილისში - რაში იხარჯება მილიონები?

მკვლელი ლიფტები - ირკვევა, რომ თბილისის ბიუჯეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარებისთვის წელიწადში 40 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, აქედან 10 მლნ კონკრეტულად ლიფტების შეკეთებისთის არის განსაზღვრული.  

ოპოზიცია ამბობს, რომ 40  მილიონი ლარი არაფექტურად იხარჯება. საკრებულოს წევრები გამოდიან ინიციატივით, შეიქმნას  ელექტრონული ბაზა, სადაც მოსახლეობა ნახავს, როდის შეამოწმეს მისი კორპუსის ლიფტი ბოლოს და დააკმაყოფილა თუ არა სტანდარტები.

ყოველწიურად დაახლოებით 40 ლმნ ლარია გამოყოფილი და ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, ეს ფული არაეფექტურად იხარჯება, იმიტომ, რომ ვერ ხდება მსგავსი ძალიან მძმე შემთხვევების და ტრაგედიების პრევენცია და თავიდან აცილება. ხელისუფლებაც, მუნიციპალიტეტიც, უნდა იყოს თავიდან ბოლომდე ჩართული, რომ იყოს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტები, რომ იყოს კონტროლი ამ ტექნიკურ რეგლამენტებზე და მერე ერთმანეთს არ ვაბრალოთ, ვიცი ბრალეულობაა და ხალხზე არ გადატეხონ ისევ ჯოხი, - ამბობს საკრებულოს წევრი ენმ-დან ირაკლი ნადირაძე. 

"პირველებმა" ისნის რაიონში ამორტიზირებული ლიფტების შესახებ კითხვა საკრებულოდან "ქართული ოცნების" წევრს, ისნის მაჟორიტარს კახაბერ ლაბუჩიძეს დაუსვა, თუმცა მან კონკრეტულად ვერ უპასუხა. 

შეიძლება იყოს დაახლოებით 50-70 ლიფტი, რომელზეც იყოს მომართვიანობა, რომ არის მწვავე ავარიული. ისნის გამგეობის კომპეტენციაში არ შედის დადგენა ლიფტების საერთო მდგომარეობის, - ამბობს კახაბერ ლაბუჩიძე.