რამ გამოიწვია ვაზისუბანში დატრიალებული ტრაგედია? - ოპოზიცია ისნის მაჟორიტარს ტყუილში ამხელს
რამ გამოიწვია ვაზისუბანში დატრიალებული ტრაგედია? ოპოზიცია ისნის მაჟორიტარს ტყუილში ამხელს. საკრებულოს წევრები ამბობენ, რომ სწორედ გამგეობაა ვალდებული, ამხანაგობის პროექტის ფარგლებში მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს კორპუსის თავმჯდომარეებთან, გაარკვიოს, რომელი ლიფტია ამორტიზებული და რომელს სჭირდება სასწრაფო შეკეთება.
ოპოზიციას მიჩნია, რომ მსგავსი კომუნიკაცია არ ყოფილა ვაზისუბნის ამხანაგობასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრაგედია თავიდან იქნებოდა აცილებული.
რასაც ახლა იძახის ლაბუჩიძე, ისნის მაჟორიტარი, ყველაფერს იძახის ტყუილს და ცდილობს, ბიუროკრატიაში დაკარგოს ადამიანი, რომელმაც დეტალები არ იცის.
გამგეობა ვალდებულია, ბინის მესაკუთრეთა პროგრამის ფარგლებში მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს ამხანაგობების თავმჯდომარეებთან, მათგან ამოიღოს ინფორმაცია, რომელი ლიფტია გაფუჭებული.
ტყუილია ის ინფორმაცია, რომ გამგეობა არ არის ვალდებული, გაიგოს, რომელი ლიფტი მუშაობს და რომელი არა.
თბილისში 50, 60, 80-იან წლებში აშენებულ კორპუსებში ყველა ლიფტს აქვს ექსპლოატაციის ვადა გასული. - აცხადებს კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე.