პოლიციამ მიხედოს კრიმინალებს - მღვდლების სასაფლაოდან გამოგდებას ადგილობრივები აფასებენ

03.05.21 17:24
პოლიციამ მიხედოს კრიმინალებს - მღვდლების სასაფლაოდან გამოგდებას ადგილობრივები აფასებენ

პოლიციამ მიხედოს კრიმინალებს და თავი დაანებოს სასულიერო პირებს -  ასე ეხმაურებიან გურულები სასაფლაოდან მღვდლების გამოძევების ფაქტს.  ხალხი ამბობს, რომ მომხდარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მინიმუმ ბოდიში უნდა მოიხადოს.

უმჯობესი იყო, გურიაში კომენდანტის დროს მომხდარი სასაფლაოს ქურდობა  გაეხსნათ. პოლიციამ თავი დაანებოს მღვდლებს.  ერთი რამ გვწამს, ღმერთი, მეტი რა დაგვრჩენია, ასეთი რამ როგორ შეიძლება? - აცხადებს ოზურგეთის მკვიდრი.

 ოზურგეთის სასაფლაოდან პოლიციის მიერ გამოძევებული მღვდლები  ტვ პირველის ზარს არ პასუხობენ, არც შემოქმედის ეპისკოპოსი აკეთებს კომენტარს. სასაფლაოსთან მობილიზებული პოლიციის წარმომადგენლები ვერ პასუხობენ, რატომ მიიღეს მათ სამინისტროსგან დავალება, რომ მღვდლები გამოეძევებინათ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები