ჩვენც ამოვიღებთ ხმას და გარეთ გავალთ - ზაზა გახელაძის ოჯახი

03.05.21 17:46
ჩვენც ამოვიღებთ ხმას და გარეთ გავალთ - ზაზა გახელაძის ოჯახი

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი საპროტესტო აქციებით იმუქრება - "ჩვენც ამოვიღებთ ხმას და გარეთ გავალთ"- უთხრა "ტვ პირველს" ნანა ბუნტურმა.

ოჯახისთვის გაუგებარია რატომ არ დააპატიმრეს ქართველმა სამართალდამცავებმა რუსი ოკუპანტები, რომლებიც ხურვალეთში გამოჩნდნენ. 

გახელაძის მშობელი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკვე მეორედ გაუშვა ხელიდან შანსი, უკანონო პატიმრობაში მყოფი ქართველები გაეთავისუფლებინა.

ოთხი იყო გადმოსული და მიაცილეს უკან, რომ გზა არ აბნეოდათ, ეს რუსები იყვნენ, თუ ოსები, არ ვიცი. ფაქტი ყველამ  დაინახა, ადგილობრივებმაც, ეუთო-ს ხალხმა, მარტო სუს-მა ვერ დაინახა. მარტო სუს-ი ამბობს, რომ არ ყოფილანო. ამდენი გაჩუმების მერე ჩვენ შედეგი ვერანაირი ვერ მივიღეთ. ჩვენც ამოვიღებთ ხმას და გავალთ გარეთ - აცხადებს ნანა ბუნტური.

ზაზა გახელაძე სამი პატიმრიდან ერთ-ერთია, ვინც ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმმა გაასამართლა. მას 12 წლითა და 6 თვით აქვს პატიმრობა მისჯილი.