პოლონეთში დაკარგული საქართველოს მოქალაქე იპოვეს

04.05.21 10:06
პოლონეთში დაკარგული საქართველოს მოქალაქე იპოვეს

პოლონეთში დაკარგული საქართველოს მოქალაქე, პაატა ჩიქობავა, იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, 41 წლის ჩიქობავა დაკავებულია.

პაატა ჩიქობავა ბოლოს ახლობლებს 18 აპრილს ესაუბრა და მას შემდეგ მასთან კომუნიკაცია ვერ ხერხდებოდა.