პატიმრობამდე მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური დიაგნოზი არ დასტურდება - ჯიშკარიანი

17.01.23 17:24
პატიმრობამდე მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური დიაგნოზი არ დასტურდება - ჯიშკარიანი

ცენტ "ემპათიის" დირექტორის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, პატიმრობამდე მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური დიაგნოზი არ დასტურდება.

ჩვენების მიცემისას ჯიშკარიანმა თქვა, რომ ნევროლოგიური დიაგნოზი არის შემდგომ, მე-18 დაწესებულებაში განვითარებული.

"პატიმრობამდე ნევროლოგიური დიაგნოზი არ დასტურდება. ამას ადასტურებს თავად მე-12 დაწესებულებაში შესვლის დოკუმენტაცია. და მე-18 დაწესებულებაში გადაყვანამდე არანაირი ნევროლოგიური დიაგნოზი არ დასტურდება. ეს არის შემდგომში განვითარებული და საჭიროებს კიდევ კვლევებს. საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს ნერვული სიუსტემის და ფსიქიკის ნგრევა. ასევე მიმდინარეობს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ნგრევა, მიმდინარეობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნგრევა". - განაცხადა ჯოშკარიანმა.

ჯიშკარიანის ცნობით, მხოლოდ "ვივა მედში" მესამე პრეზიდენტმა წონის 30 პროცენტი დაკარგა.