EUMM ადასტურებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა სადამკვირვებლო მისიას მეჯვრისხევში ცეცხლი გაუხსნეს

17.01.23 17:45
EUMM ადასტურებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა სადამკვირვებლო მისიას მეჯვრისხევში ცეცხლი გაუხსნეს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ადასტურებს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტს. რადიო თავისუფლებას მისიაში უთხრეს, რომ ინციდენტის შედეგადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არაფერი დაშავებიათ, „მათ იმოქმედეს უსაფრთხოების პროტოკოლიდან გამომდინარე და დატოვეს კონფლიქტის ზონა“.

ამ საკითხს ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე 110-ე შეხვედრაზე განიხილავენ.

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წარმომადგენელმა დავით ქაცარავამ სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „პარასკევს, 13 იანვარს, სოფელ მეჯვრისხევში ჩასულ EUMM-ის სამონიტორინგო ჯგუფს რუსებმა "ცეცხლი" ჰაერში შეაგებეს.