სროლა საოკუპაციო ხაზთან (განახლებული)

17.01.23 20:42
სროლა საოკუპაციო ხაზთან (განახლებული)

ინფორმაციის შესწორებული ვერსია! 

სროლა საოკუპაციო ხაზთან - ცეცხლი სავარაუდოდ რუსმა ოკუპანტებმა გახსნეს. მომხდარს უკვე იკვლევს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც, თუმცა მოკვლევის დასრულებამდე დამატებითი განმარტებები არ კეთდება. 

„ახლა მიდის დეტალებზე მსჯელობა, დეტალების დაზუსტება, ამიტომ ჩვენი მხრიდან ეს არის ჩვენი საერთო პოზიცია, მათ შორის პარტნიორების, რომ საკითხის ბოლომდე ამოწურვამდე თავი შევიკავოთ მსჯელობისაგან. ერთადერთი, რაც შემიძლია, დაგიდასტუროთ, აღნიშნული ინციდენტი დღევანდელ შეხვედრაზე იყო განხილული" თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ. 

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წარმომადგენელის დავით ქაცარავას ინფრომაციით სროლის ფაქტი პარასკევს  13 იანვარს დაფიქსირდა.

პარასკევს, 13 იანვარს, სოფელ მეჯვრისხევში ჩასულ EUMM ის სამონიტორინგო ჯგუფს, რუსებმა "ცეცხლი" ჰაერში შეაგებეს. წადითო. არსებობს ამის ვიდეო მტკიცებულება? სამწუხაროდ არა. საიდან ვიცი? ფაქტობრივად თვითმხილველმა მითხრა, ადგილობრივმა, რომელიც შორიახლოს გადაადგილდებოდა. წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში. 

თავდაპირველ ინფორმაციაში, რომელიც პირველებმა გაავრცელა, მითითებული იყო რომ, გასროლა ხმა ერგნეთში მაშინ გაიგეს, როდესაც თბილისის ცხინვალის მოსკოვის და ევროკავშირის წამრომაგდენლები საოკუაციო ხაზთან არსებულ ვითარებას განიხილავდნენ, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.