ქაშუეთის ეკლესიაში ხალხის ნაკადი არ წყდება - ბუბა კიკაბიძისთვის ბოლო პატივის მისაგებად უამრავი ადამიანი მიდის

17.01.23 21:01
ქაშუეთის ეკლესიაში ხალხის ნაკადი არ წყდება - ბუბა კიკაბიძისთვის ბოლო პატივის მისაგებად უამრავი ადამიანი მიდის

ქაშუეთის ეკლესიაში  ხალხის ნაკადი არ წყდება. ბუბა კიკაბიძისთვის ბოლო პატივის მისაგებად უამრავი ადამიანი მიდის. დღეს სამოქალაქო პანაშვიდები ტაძარში გაიმართა. ხუთშაბათს კი ლეგენდარულ არტისტს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გადაასვებნებენ. ბუბა კიკაბიძის ერთ-ერთი ბოლო სურვილი დღეს საზოგადოებას უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა გაანდო. უკრაინის გამარჯვების შემდეგ მომღერალი მარიუპოლში  ჩასვლას და  კონცერტში მონაწილეობას  გეგმავდა.